ბარდა მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში და შემდეგ ცივ წყალში გააციეთ.
წიწაკები გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, თესლები ამოაცალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
ყაბაყი და ხახვი დაჭერით რგოლებად, ნიორი – ძალიან წვრილად. არტიშოკის გულები ოთხად გაჭერით.
3 სუფრის კოვზი ზეთი გააცხელეთ ღრმა ტაფაში. ჯერ მოამზადეთ ნიორი და ხახვი, შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ბოსტნეული.
შეწვით 5–6 წუთით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაასხით ბალზამიკო.
მომზადებული მასა გადაიტანეთ ბრტყელ ჭურჭელში და ოდნავ გააგრილეთ.
პომიდორი გარეცხეთ, შუაზე ან ოთხად გაჭერით და ზემოდან დაალაგეთ.
სალაკისი დაჭერით კუბებად და მოაყარეთ სალათს.
დარჩენილი ზეითუნის ზეთი მოასხით და ბაზილიკით გააფორმეთ. მიირთვით თბილად ან ცივად.